|
2017-08-09 11:33:38, 2527 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო დარტყმებით იმუქრება
ჩრდილოეთ კორეა წყნარ ოკეანეში, კუნძულ გუამიზე განთავსებულ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს სარაკეტო დარტყმებით ემუქრება, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული განცხადებით ჩრდილოეთ კორეის სამხედრო უწყება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარას გამოეხმაურა. ტრამპის მუქარის თანახმად, ის "ცეცხლითა და მრისხანებით დაატყდება თავს ჩრდილოეთ კორეას, იმ შემთხვევაში, თუ ფხენიანის ქმედებები ამერიკას საფრთხეს შეუქმნის". როგორც მედია წერს, ჩრდილოეთ კორეის სამხედროები თავდასხმის გეგმას უკვე განიხილავენ. ამასთან, გეგმა მას შემდეგ განხორციელდება, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გადაწყვეტილებას მიიღებს. ცნობისთვის, გუამის ნახევარკუნძულზე ამერიკის სამხედრო ბაზები "ანდერსენი" და "აპრა-ჰარბორია" განთავსებული.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)