|
2017-08-07 20:57:17, 2690 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ინტერპოლის არხებით პროლონეთის მხარეს მიმართა
4 აგვისტოს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლის არხებით მიმართა პოლონეთის მხარეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს. „ამავე დროს, პარალელურად, 4 აგვისტოს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის პროკურატურას. ამავე დღეს, 4 აგვისტოს, ვარშავის ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ მიიღო ქართული მხარის მიერ გაგზავნილი დოკუმენტაცია, რაც მათი მხრიდან დადასტურებულ იქნა თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს წამრომადგენელთან სატალეფონო საუბრისას“,-აცხადებენ პროკურატურაში. უწყების განმარტებით, ამ დროისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)