2017-08-07 16:45:58, 2682 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3904 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.3910 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.8204 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.8393 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0189 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან