|
2017-08-07 14:01:30, 2628 ნახვა
სამართალი
ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა
ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სამებაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული: „შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნ.ლ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სამებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1983 წელს დაბადებული რ.ზ., რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ნ.ლ. მომხდარიდან მეორე დღეს, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, ტაქსით გადაადგილებისას დააკავეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)