|
2017-08-05 15:55:59, 2739 ნახვა
სამართალი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტ ბაქარ ყორშიას, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, სასამართლომ იგი მარიხუანას მოხმარებისთვის 500 ლარით დააჯარიმა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი ნანა დარჩია აცხადებს, ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებენ და პროკურატურისთვის საპროცესო გარიგების თხოვნით მიმართვას გეგმავენ. „არ მგონია აპელაციამ რაიმე შედეგი მოგვცეს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მინიმალური სასჯელი მიიღოს და რაც შეიძლება მალე დატოვოს მან საპატიმრო. იგი დანაშაულს აღიარებს. აქედან გამომდინარე ვითხოვთ საპროცესო გარიგებას“, - განუცხადა ადვოკატმა „რუსთავი 2“-ს. ცნობისთვის, ბაქარ ყორშიას საქმეზე პროცესი 5 სექტემბერს დაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)