|
2017-08-05 09:34:33, 2126 ნახვა
სამართალი
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის ინიციატივით გამოდის
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ხელისუფლებას ინიციატივით მიმართავს, რიგგარეშე საპარლამენტო სესია მოიწვიონ და „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ მიერ შეთავაზებული რეფორმის განხილვა დაიწყოს. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. „"თეთრი ხმაურის მოძრაობა" უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს მუსიკალურ ფესტივალ "ჯემ ფესტზე" მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. დღევანდელი მძიმე ფაქტით გამოწვეული ტკივილი საერთოა. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით ფესტივალზე დაუდგენელი ფსიქოაქტიური სუბსტანციით ინტოქსიკაციის რამდენიმე შემთხვევაც დაფიქსირდა. ამ ეტაპზე არ ვიცით არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ მოვლენებს შორის, თუმცა, შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, პირველ რიგში მივმართავთ მომხმარებლებს და საზოგადოებას, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ გავრცელებულ ინფორმაციას. მნიშვნელოვანია ობიექტური სურათის არარსებობამდე თავი შევიკავო საზოგადოებაში პროვოკაციული და მცდარი წარმოდგენების გავრცელებისაგან. ორმაგად მნიშვნელოვანია მომხდარზე სახელმწიფოს ცივილური, ადეკვატური და გააზრებული პასუხი. არ უნდა დავუშვათ, რომ მოვლენის შეფასება გაიდაიზარდოს რეპრესიული მანქანის ამოქმედების ირიბ მოწოდებებში. არ დაგვავიწყდეს, მსგავსი ტრაგედიების წინაპირობა სწორედ რეპრესიული ნარკოპოლიტიკაა, სადაც სადამსჯელო მიდგომები მსუყე ნიადაგს ქმნის უკონტროლო შემთხვევებისთვის და არ ტოვებს ადგილს პრევენციული, ზიანის შემცირეის, საინფორმაციო, თუ უსფრთხოების სათანადო ნორმების დასანერგად. საჭიროა მოვლენაზე ერთადერთი სწორი პასუხი: ნარკოპოლიტიკის სწრაფი, ფუნდამენტური რეფორმა! ახალი რეალობის შექმნა, სადაც შესაბამისი სტრუქტურები სრულად ფლობენ ნარკოვითარებაზე მონიტორინგის მექანიზმებს და მაქსიმალურად აზღვევენ არასასურველ რისკებს. ეს კი მხოლოდ სამედიცინო, ჯანდაცვასა და მოქალაქეთა სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ მიმართული მიდგომების დანერგვითაა შესაძლებელი. ჩვენ არ გვაქვს უფლება გაუაზრებელი პოლიტიკით დავკარგოთ ყველაზე ძვირფასი - ადამიანთა სიცოცხლე. ჩვენ არ გვაქვს გადავადებისა და ფუჭი დაპირისპირიბების დრო. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროა დაამტკიცოთ, რომ თქვენთვის ფასეულია ადამიანი, მოგმართავთ ინიციატივით, მოვიწვიოთ რიგგარეშე საპარლამენტო სესია და დაუყოვნებლივ დავიწყოთ "ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" მიერ შეთავაზებული რეფორმის განხილვა. ყოველი დაკარგული წუთი მხოლოდ და მხოლოდ გვაახლოვებს მსგავს ტრაგედიებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)