|
2017-08-03 13:00:08, 2200 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი: ივლისში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით -0,9 პროცენტი შეადგინა
მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,0 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს: „მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2,6 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,78 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-18,0 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-9,0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0,5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0,3 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,0 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,14 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2,3 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1,5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (2,2 პროცენტი). წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 7,1 პროცენტით, რაც 2,14 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25,6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (15,9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (9,3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9,1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5,6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (5,5 პროცენტი), თევზეული (4,4 პროცენტი); ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 12,6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,61 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (18,0 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3,4 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 17,3 პროცენტით, რაც 1,13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (37,1 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,3 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 6,9 პროცენტით, რაც 0,62 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (18,1 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (5,5 პროცენტი)“, - ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)