20:30 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-02 22:57:31, 1026 ნახვა

სპეციალური ანონსი
3 აგვისტოს ანონსი

10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

10:00 საათზე, საქართველოს რკინიგზაში საფრანგეთის რკინიგზის ექსპერტთა და საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების შეხვედრა გაიმართება.
თემა: ფრანგი და ქართველი რკინიგზელების ძირითადი განხილვის თემა 34-ე ევროდირექტივაა, რომელიც რკინიგზის სტრუქტურულ რეფორმას ეხება.
მის.: თამარ მეფის #15

11:00 საათზე, სასტუმრო „რადისონში“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი ლია მელაძე ივლისის თვის საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკურ მონაცემებს შეაჯამებენ.

11:00 საათზე, კომპანია „ვისოლი“ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომთან ერთად ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის ტერიტორიაზე ელექტრომობილების დამტენ მეორე სადგურს გახსნის და პირველად საქართველოში „ეკო დრაგს“ - ელექტრომობილების ავტორბოლას გამართავს. საკონტაქტო პირი რუსუდან კბილაშვილი - 599 32 04 12

11:30 საათზე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების საპასუხოდ, „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების“ ლიდერები ნინო გოგუაძე, თამარ კეკენაძე, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია საზოგადოებრივ მაუწყებელში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ სოციალურ რეკლამას მიიტანენ.
მის.: კოსტავას ქ. #68 (საზოგადოებრივი მაუწყებლის შესასვლელი)
საკონტაქტო პირები: ინგა სამხარაძე - 593 32 29 91, თამარ ღვინიანიძე - 599 36 70 70

12:00 საათზე, თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომა გაიმართება, რომელზეც ფრაქციის წევრებს  მერის მოადგილე და მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰყავთ დაბარებული.
თემა: მერიაში დასაქმებულები.

12:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში კომერციული დავების სპეციალიზაციის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები.
მის.: ბოჭორმის ქ. #12
საკონტაქტო პირი ნათია ვასაძე - 577285272

12:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული 10 შემდუღებელი პოლონეთში დასაქმდება.
მის.: წერეთლის გამზ. #144
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599120009

12:00 საათზე, „შრომის უსაფრთხოების“ კანონთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება
მის.: თბილისი, პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

13:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ დარბაზი (''სანადიმო'') 15 კვალიფიციური პარტიისგან შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართება.
თემა: ვენეციის კომისიის თავმჯდომარის, ჯანი ბუკიკიოს ინიციატივა, ხელისუფლების და ოპოზიციის მოლაპარაკებების სტრასბურგში გამართვასთან დაკავშირებით.
საკონტაქტო პირი: გიორგი ახვლედიანი - 591779898





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics