23:58 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-02 23:43:36, 2659 ნახვა

სამართალი
კახეთის გზატკეცილზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო

კახეთის გზატკეცილზე მდებარე შპს „შარავანდის“ ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ოპერატიული რეაგირების შედეგად, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე შპს „შარავანდის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

„შეტყობინება ხანძრის თაობაზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დღეს, 20:07 საათზე შევიდა. პირველი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან 3 წუთში, 20:10 საათზე მივიდნენ. ძლიერი ხანძრის გამო საჭირო გახდა დამატებითი ჯგუფების მობილიზება. ცეცხლის ქრობის პროცესში 30-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.

პირველივე წუთებში, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის კერის ახლოს მდებარე შენობიდან კომპანიის 10-მდე თანამშრომლის ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით,  შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics