23:58 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-02 20:17:10, 2591 ნახვა

სამართალი
ქურდული სამყაროს წევრობისათვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით, ქურდული სამყაროს წევრობისათვის ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.  

ამის შესახებ სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული:

„წარდგენილი ბრალის თანახმად, სამივე ბრალდებულს ბრალად ქურდული სამყაროს წევრობა ედებათ.  საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულები, სისტემატიურად ხვდებოდნენ ერთ-ერთი შპს-ს დირექტორს ზ. ჩ.-ს, რომელსაც მუქარითა და დაშინებით სთხოვდნენ კანონიერი ქურდების სასარგებლოდ 20 000 ლარის გადახდას.  

სასამართლომ, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და სასამართლოში წარმოდგენილი მასალების შესწავლის შემდგომ მიიჩნია, რომ საქმეზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, სხვადასხვა ინტენსივობით არსებობს ბრალდებულების მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ან/და ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო მიზნების აღსრულების საზიანო ზემოქმედების მოხდენის, ასევე, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლისა და მიმალვის საფრთხეები. გამოძიების საწყის ეტაპზე, ხსენებული საფრთხეების მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, სასამართლომ ამ საფრთხეების აღსაკვეთად მიზანშეწონილად მიიჩნია ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება“, - ნათქვამია განაცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 21 სექტემბერს 11:00 საათზე გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics