2015-04-24 11:09:46, 302 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ჯავახიშვილი უწყებაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს
ნოდარ ჯავახიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რანგში მთავრობის სხდომას პირველად ესწრება.
როგორც მან სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, უწყებაში შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს.
"შესაძლოა, ვინმემ ჩემთან მუშაობა არ მოინდომოს",-აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.
ცნობისთვის, დავით შავლიაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრაატრუქტურის მინისტრის პოსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან