|
2017-08-01 11:23:04, 2510 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ინდოეთის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იოგეშვარ სანგვანს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, არალეგალური მიგრაციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. შალვა ხუციშვილმა და იოგეშვარ სანგვანმა ხაზგასმით აღნიშნეს „საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების მნიშვნელობა, რომლის პროექტიც ინდოეთის მთავრობას განსახილველად მიმდინარე წლის აპრილში გადაეგზავნა. მას შემდეგ, რაც მხარეები შეთანხმების პროექტის ტექსტზე შეჯერდებიან, დაიგეგმება საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრების ოფიციალური შეხვედრა და შეთანხმების ხელმოწერა. მხარეებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ინდოეთის მოქალაქეთა სტატისტიკური მონაცემები განიხილეს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება, რომელიც არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მნიშვნელოვანი სამართლებრივი ბერკეტია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)