|
2017-07-31 12:57:37, 2723 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მიმოხილვის თანახმად, ბოსტნეულსა და ხილზე ფასები საგრძნობლად მომატებულია
საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის ივნისის თვის მიმოხილვის თანახმად, 2017 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ინფლაციამ 7.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.4 პროცენტით დაიკლო. ბანკის ცნობით, წლიურად ფასების მატება უმთავრესად თამბაქოსა და საწვავზე აქციზის მატებით და ასევე ნავთობის მსოფლიო ფასების გაძვირებით არის გამოწვეული. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში წინა წლის ივნისთან შედარებით ბოსტნეულსა და ხილზე საერთო ჯამში ფასებმა საგრძნობლად იმატა. თითქმის 34 პროცენტით გაძვირდა „ბოსტნეულის“, ხოლო 16 პროცენტით „ხილის“ ქვეჯგუფში შემავალი პროდუქტების ფასები. თითქმის 10 პროცენტით მოიმატა ფასებმა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე. „ ეს ფაქტი შეიძლება უკავშირდებოდეს ამ პროდუქტების ექსპორტის ზრდას და ამის შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების გარკვეულ შესუსტებას. „რძე, ყველი და კვერცხის“ ქვეჯგუფის ფასებმა 11 პროცენტით მოიმატა, რაც საერთო ინფლაციაში 0.5 პ.პ-იანი წვლილის ტოლია. წინა პერიოდებთან შედარებით კლებულობს, თუმცა ჯერ ისევ მაღალია შაქრის შემცველ პროდუქტებზე ფასების მატება (10.4 პროცენტი; 0.2 პ.პ წვლილი ინფლაციაში). დანარჩენი პროდუქტებიდან აღსანიშნავია სისხლძარღვთა გამაფართოებელი და საჭმლის მომნელებელი სისტემის მედიკამენტებზე ფასები მატება შესაბამისად 34 და 28 პროცენტით. ამ ორი მედიკამენტის წვლილი საერთო ინფლაციაში 0.4 პ.პ-ს შეადგენდა. საწვავზე და სურსათზე შედარებით მაღალი ფასების გამო, საბაზო ინფლაციის დონე საერთო ინფლაციასთან შედარებით დაბალია და 4.5 პროცენტს შეადგენს“,-ნათქვამია ეროვნული ბანკის 2017 წლის ივნისის თვის მიმოხილვაში.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)