07:03 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-31 10:28:30, 2472 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს ღია კარის დღეებს 800-ზე მეტი მსურველი დაესწრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილებების თაობაზე კომპანიების ფინანსური მენეჯერების, ბუღალტრების და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით ბოლო საჯარო შეხვედრა გაიმართა.   

სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებულ ოთხ საჯარო ლექციას - 21, 24 26 და 28 ივლისს ჯამში, 800-ზე მეტი მსურველი დაესწრო. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მათ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია კანონმდებლობაში შესულ იმ მნიშვნელოვან და პოზიტიურ ცვლილებებზე, რომელიც სულ ახლახან ამოქმედდა.

შეხვედრა ინტერაქტიული იყო და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა შემაჯამებელ სიტყვაში კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა გადამხდელების ინფორმირების მიზნით ასეთი ტიპის შეხვედრების ჩატარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ღია კარის დღეების გამართვა ეფექტური მექანიზმია  იმისთვის, რომ  ყველა ის ცვლილება, რომელიც განხორციელებულია კანონმდებლობაში სწორად იყოს გაგებული გადასახადის გადამხდელების მიერ.

საჯარო ლექციას დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი თამარ ჯაფარიძე და საბაჟო და საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბარათაშვილი.

ბოლო დღეს, საჯარო ლექცია, ასევე, პირდაპირ ეთერში გადაიცა ფინანსთა სამინისტროს Facebook გვერდის მეშვეობით და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ  დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილებების თაობაზე ღია კარის დღეები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით რეგიონებშიც გაიმართება.  

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics