|
2017-07-29 17:34:09, 2680 ნახვა
სამართალი
დედის მკვლელობისთვის ბრალდებულ ანი მურადელს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნა
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერინა ანი მურადელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, მას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნა. "დედის მკვლელობისათვის ბრალდებული ა. მ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ბრალდებულს დაენიშნა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა. სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც ბრალდებულს, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინაღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეურაცხადობა.) განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად მისი გამოტანიდან 48 საათში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)