07:03 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-25 18:48:49, 2391 ნახვა

ეკონომიკა
„ტერაბანკმა“ 12.5 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო

„ტერაბანკს“ და ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიას (FMO) შორის დღეს თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

FMO-ს ფინანსირებით, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და ბიზნესში ქალების ჩართულობის მხარდასაჭერად 12,5 მილიონი დოლარი გამოიყო.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „ტერაბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, თეა ლორთქიფანიძემ და FMO-ს საინვესტიციო ოფიცერმა, იან-ვილემ ჰოეკმა. ამ ხელშეკრულების გაფორმებით იწყება „ტერაბანკს“ და ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიას შორის გრძელვადიანი ურთიერთობა, რაც დაფინანსების გარდა მოიცავს FMO-ს მხრიდან „ტერაბანკისთვის“ კონსულტაციების გაწევას ბიზნესში ჩართული ქალების მხარდაჭერის მიმართულებით.

როგორც ცნობილია, „ტერაბანკი“ ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესზე და ამ სეგმენტზე გათვლილი გრძელვადიანი საკრედიტო რესურსების მოზიდვა შესაძლებლობას მისცემს ბანკს, რომ კიდევ უფრო გააფართოოს დაკრედიტება ამ მიმართულებით.

ღონისძიება 14:00-ზე სასტუმრო ბილტმორში გაიმართა. ცერემონიას დაესწრო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, FMO-ს წარმომადგენლები, ნიდერლანდების ელჩი, „ტერაბანკის“ ბიზნესკლიენტებიდა პარტნიორები, ბანკის მენეჯმენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები.

„ტერაბანკი“ უკვე 18 წელია რაც ბაზარზეა, თუმცა „ტერაბანკის“ სახელით მხოლოდ რებრენდინგის შემდეგ პოზიციონირებდა. ბანკი არაბულ საინვესტიციო ჰოლდინგს - დაბი ჯგუფს ეკუთვნის. მისი მთავარი აქციონერი შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანია, რომელსაც საქართველოში 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, საბანკო და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით.

ნიდერლანდების განვითარების ფინანსური კომპანია 1970 წელს დაარსდა და წარმოადგენს საჯარო-კერძო პარტნიორობას. კომპანიის წილების 51%-ს ფლობს ჰოლანდის სახელმწიფო, ხოლო 49%-ს - კომერციული ბანკები, პროფკავშირები და კერძო სექტორის სხვა  წარმომადგენლები. FMO აქვს სამმაგი A რეიტინგი როგორც Fitch-საგან, ასევე Standard & Poor’s-საგან.

სტაბილური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, FMO ახდენს ინვესტირებას სხვადასხვა ბიზნესში, პროექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში, როგორც კაპიტალის უზრუნველყოფით, ასევე  ცოდნისა და კავშირების გაზიარებით.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics