18:18 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 14:33:12, 439 ნახვა

პოლიტიკა
თენგიზ ფხალაძე: სანამ საკითხი მომწიფებული არ იქნება, რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას ვერანაირი შუამავალი ვერ მოამზადებს

პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ სანამ რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკას არ შეცვლის და ურთიერთობის დარეგულირების კუთხით, მზადყოფნას არ გამოთქვამს, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბარი ნაადრევია.
ჟურნალისტის კითხვაზე- ბელარუსის პრეზიდენტთან გაფართოებულ შეხვედრზე ხომ არ იყო რაიმე გზავნილი საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის თაობაზე, ფხალაძემ განაცხადა, რომ "სანამ რუსეთის მრიდან არ იქნება პოლიტიკური ნება,  რომ გადაიდგას  ნაბიჯი  დეოკუპაციისკენ, დევნილების დაბრუნებისაკენ და ა.შ. მანამდე შუამავალს აზრი არ აქვს".
"მოდით შევხედოთ რეალურად, როდის ხდება შეხვედრა, როდესაც ამისთვის არსებობს პოლიტიკური ნება  და მზადყოფნა ყველა მხარის მხრიდან. სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს, რუსეთის ფედერაციის პოზიცია საქართველოსათან მიმართებაში არის რადიკალურად განსხვავებული იმისგან,  თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ჩვენი პრობლემების გადაწყვეტა.როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ  ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაწყვეტა, დეოკუპაციის საკითხის გადაწყვეტა. მთავარი ამოცაანა ახლა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით  მოვახერხოთ ის, რომ რაიმე ფორმით, დიპლომატიური გზებით მივიყვანოთ საკითხი მომწიფებამდე,  სანამ საკითხი მომწიფებული არ იქნება,  ვერანაირი  შუამავალი ვერ მოამზადებს შეხვედრას გამომდინარე იქედან,  რომ თუ არ  არსებობს პოლიტიკური ნება,  რომ გადაიდგას პოლიტიკური  ნაბიჯი, მაგალითად დეოკუპაციისკენ, მაგალითად დევნილების დაბრუნებისაკენ,  ან სხვა რაიმე ნაბიჯისკენ, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება და რომელიც საქართველოს აზრით, რეალურად წაადგება პრობლემების მოგვარებას, მანამდე შუამავალს აზრი არ აქვს. აქედან გამომდინარე, რომელ გზავნილზე მელაპარაკებით. შეუძლებელია დღეს არსებობდეს,  კარგი იქნება რომ არსებობდეს ასეთი პოლიტიკური ნება  რუსეთის ფედერაციის მხრიდან,  რომ გადაიდგას რაიმე ნაბიჯი,  რაც რეალურად დაეხმარება არსებული პრობლემის გადაწყვეტას, მაგრამ  სამწუხაროდ დღევანდელ დღეს ჩვენი ხედვები რადიკალურად განსხვავებულია",-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics