22:14 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-25 12:51:35, 2373 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: ტარას შავშიშვილმა დადასტურა, რომ გიორგი მამალაძისთვის ციანიდი არ გადაუცია

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, ეკა ლომიძის განცხადებით, დეკანოზის მეგობრის, ტარას შავშიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.

ლომიძის თქმით, შავშიშვილმა ჩვენებაში დაადასტურა, რომ ციანიდზე მამა გიორგი მამალაძესთან საუბარი არ ჰქონია და მისი არც მსგავსი რამ გადაუცია.

ამასთან, ლომიძის ინფორმაციით, ტარას შავშიშვილმა აღნიშნა, რომ ცილისმწამებლური სტატიების გამოქვეყნებაში მონაწილეობა არ მიუღია და ასეთი სტატიები არც არსებობდა.

რაც შეეხება იმას, თუ რა გადასცა ტარას შავშიშვილმა მამა გიორგი მამალაძეს აეროპორტში გამგზავრებამდე, ლომიძის თქმით, შავშიშვილმა დღეს აღნიშნა, რომ დეკანოზს ღვინო და სასულიერო პირისთვის განკუთვნილი ბარათი გადასცა.

„ტარას შაშვიშვილმა სასმართლოს წინაშე დაადასტურა, რომ არანაირი საუბარი დეკანოზთან ციანიდზე არ ჰქონია, არ გადაუცია მისთვის მსგავსი რამ, არც ერთი ფაქტი არ არსებობს ამის დამადასტურებელი. ადასტურებს, რომ მამალაძესთან ჰქონდა ერთწლიანი ურთიერთობა, მეგობრული ახლო ურთიერთობა. ციანიდთან და ცილისმწამებლურ სტატიებთან შეხება არ დაადასტურა. თქვა, რომ არანირი ცილისმწამებლური სტატია არ დაუკვეთავს არასოდეს“, - განაცხადა ეკა ლომიძემ.

ამასთან, როგორც ადვოკატი აცხადებს, საფუძველს მოკლებულია საუბარი იმის შესახებ, რომ პატრიარქი მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მამა გიორგი მამალაძისთვის კარიერული წინსვლის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა. მისივე თქმით, მოწმემ განმარტა, რომ თეთრუაშვილი კარიერულ წინსვლაში მამალაძეს ხელს ვერ შეუშლიდა, რადგან ეს მის ფუნქციებში არ შედიოდა.

ამ წუთებში ტარას შავშიშვილის დაკითხვა ჯვარედინ რეჟიმში მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
Financial Time: საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში უკრაინის სიმბოლურად გაწევრიანების ვარიანტს განიხილავენ
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics