22:14 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-25 10:50:34, 2288 ნახვა

სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ფსიქოაქტიური ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1962 წელს დაბადებული ზ.მ. თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე დააკავეს.

უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკულ საშუალების 57 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს, რაც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,52604 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

მათივე ცნონით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ზ.მ. ბეპრენორფინის და მარიხუანის უკანონო მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
Financial Time: საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში უკრაინის სიმბოლურად გაწევრიანების ვარიანტს განიხილავენ
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics