14:16 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 13:48:46, 319 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრ ლუკაშენკო: ჩემი პოზიცია არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით არის ურყევი

„ჩემი პოზიცია არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით არის ურყევი“, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ხელშეკრულებები გააფორმა, დარჩება თუ არა ურყევი არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით ბელარუსის პოზიცია.

ლუკაშენკოს თქმით, საქართველოსა და რუსეთს უფრო რბილად უნდა აეგოთ ურთიერთობები.

"პირველ რიგში ჩემთვის არავის არ დაუსვია ასეთი პრობლემა, მხოლოდ თქვენ, შექმენით ამ კონტექსტით. რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა თქვა, რომ მთელი ამ გაუგებრობის, ომის შემდეგ, რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის შემდეგ, საჭირო იყო ურთიერთობების უფრო რბილად ჩამოყალიბება, და არა იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც თქვენ წინაზე თქვით.მე და პრეზიდენტი ვართ რეალისტები. ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში მოვძებნით ერთ პასუხს მაინც, ერთ შეკითხვაზე - თუ რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ რაღაც პოზიციები შეიცვალოს. არის გაუგებრობა პოლიტიკურ დონეზე, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, უახლოეს მომავალში თქვენ შეიტყობთ ამის შესახებ. ჩვენი პოზიცია იქნება ურყევი, სხვა შემთხვევაში აქ არ ჩამოვიდოდი",-განაცხადა ლუკაშენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics