2017-07-24 10:55:50, 2465 ნახვა
სამართალი
სოფელ ვეჯინში გამგებლის წარმომადგენელი დაჭრეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში გამგებლის წარმომადგენელი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლითაა დაჭრილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ბრალდებული გურჯაანში მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაზნრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან