11:49 - 22 Oct, 2026
|
2017-07-22 13:20:52, 4536 ნახვა
მსოფლიო
ინტერპოლი ISIS-ის თვითმკვლელთა ბრიგადის წევრობაში ეჭვმიტანილი პირების სიას ავრცელებს
ინტერპოლი 173-კაციან სიას ავრცელებს, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ თვითმკვლელთა ბრიგადის წევრობაში ეჭვმიტანილი პირები არიან შეყვანილი. ამის შესახებ The Guardian იუწყება. ინტერპოლის ვარაუდით, აღნიშნულმა პირებმა შესაძლოა, ევროპაში ტერორისტული აქტები განახორციელონ. „27 მაისს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ გამოგზავნილი სია განსაზღვრავს მებრძოლთა ჯგუფს, როგორც ინდივიდებს, რომლებიც არიან მომზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობების შესაქმნელად და სერიოზული სიკვდილიანობისა და დაზიანებების გამოსაწვევად. როგორც წესი, მათ შეუძლიათ წავიდნენ ნებისმიერ ქვეყანაში და განახორციელონ ტერორისტული აქტივობები“, - აცხადებენ ინტერპოლში. ინტერპოლმა მონაცემები აშშ-ის დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)