|
2017-07-21 19:26:47, 2597 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთის ხუნანის პროვინციის დელეგაციას ეკონომიკის სამინისტროში უმასპინძლეს
საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფ ჩინეთის ხუნანის პროვინციის დელეგაციის წევრებს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში უმასპინძლეს. სამინისტროს ინფორმაციით, დელაგაციას ხუნანის პროვინციის კომერციის დეპარტამენტის ვიცე გენერალური დირექტორი ჭაო იუე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან პროვინციის საქმიანი წრეების წარმომადგენლები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ნინო ჯავახაძემ და გიორგი ჩერქეზიშვილმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ხუნანის პროვინციის დელეგაციის წევრებს საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა გააცნეს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ბიზნესგარემოზე ისაუბრეს, ასევე იმ წინადადებებზე, რომელთაც სამინისტრო კერძო სექტორს ბიზნესის მხარდაჭერისა და წახალისების მიზნით სთავაზობს. აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული. აღნიშნული შეთანხმება საქართველოში წარმოებულ პროდუქციას საშუალებას აძლევს, დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შევიდეს მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე, რომელიც 1,4 მილიარდზე მეტ მომხმარებელს მოიცავს. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის ახლო მომავალში დაგეგმილი აბრეშუმის ფორუმის ფარგლებში. ჩინეთის დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შედეგად ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, რაც საექსპორტო შესაძლებლობების განვითარების და გაზრდის წინაპირობაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრამდე ჩინეთის ხუნანის პროვინციის დელეგაცია საპარტნიორო ფონდს სტუმრობდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)