|
2017-07-20 18:06:15, 3238 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონში და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო. ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში, ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტი აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის. „პირველი საკითხი ეხება თვითმმართველობის კანონს, რომლითაც შვიდ თვითმმართველს ქალაქს, ესენია - თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ამბროლაური, მცხეთა და ახალციხე, ჩამოერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. ეს უაღრესად დასანანია, იმიტომ რომ ამ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა 2014 წელს „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა დასაწყის ეტაპზე ამ შვიდი ქალაქისთვის მინიჭებას ამ სტატუსისა და ეს პროცესი შემდგომ უფრო უნდა გაღრმავებულიყო. ეს პროცესი მაშინ, თავის დროზე, შეფასდა უაღრესად დადებითად როგორც ქართული საზოგადოების მიერ, ისევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ამ პროცესის უკან შეტრიალება არის აბსოლუტურად არამოტივირებული და მიუღებელი. როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებას და გაძლიერებას ქვეყანაში. არადა თვითმმართველობა არის ის რეალური და ერთადერთი ეფექტური, დემოკრატიული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობის, ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს მთავარი შემკვეთის - ამომრჩევლის მიმართ და ამაზე ეფექტური მექანიზმი როგორ უნდა ემსახუროს სახელმწიფო თავის საზოგადოებას, არ არსებობს. ეს პროცესი პირიქით უნდა გაღრმავებულიყო. მეორე ცვლილებების ნაწილი ეხება, საარჩევნო კანონს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკითხებს, სადაც ერთის მხრივ ცესკო-ში მეტი შემადგენლობა და შესაძლებლობა ეძლევა მმართველ პარტიას, ხოლო მეორეს მხრივ თვითმართველობის არჩევნების შედეგები აღარ იქნება ასახული ცესკოს შემადგენლობაში. ესეც რეალურად ერთის მხრივ თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას აკნინებს, ხოლო მეორეს მხრივ ასუსტებს ცესკო-ს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ხარისხს. იმიტომ, რომ პოლიტიკური პლურალიზმი უნდა იქნას კიდევ უფრო გაძლიერებული და გაღრმავებული საარჩევნო სტრუქტურებში, რომ ჩვენი საზოგადოების ნდობა ამ სტრუქტურების ეფექტურობის სამართლიანობის მიმართ კიდევ უფრო ამაღლდეს. ორივე კანონის სულისკვეთება ჩემი შეხედულებით ასუსტებს დემოკრატიულ პროცესს, ასუსტებს პლურალიზმის და ჩართულობის ხარისხს ჩვენი სახელმწიფო ფუნქციონირებაში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)