2017-07-20 16:01:34, 2946 ნახვა
სამართალი
ოზურგეთში ორი მამაკაცი მოკლეს
ოზურგეთში ორი მამაკაცი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ავტომობილში ჩაცხრილეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან