04:27 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-20 15:39:53, 3429 ნახვა

სამართალი
აფგან მუხთარლის საქმეს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა და უწყებას დღეს, 20 ივლისს გადმოეცა.

„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე გამოიკითხება ყველა პირი, ვისაც შესაძლოა რაიმე შემხებლობა ჰქონდეს აღნიშნულ საქმესთან.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიების შუალედური ანგარიში წარმოადგინა. გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქმეზე გამოძიების დასრულებამდე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა თანამდებობები დატოვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics