02:29 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 14:37:04, 684 ნახვა

რეგიონი
„საქართველოს მელიორაცია“ ვარციხისა და ტობანიერის სარწყავი სისტემების სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ იმერეთში ვარციხისა და ტობანიერის სარწყავი სისტემების სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მაგისტრალური არხების, I რიგის გამანაწილებლების, დამშრობი ღია სადრენაჟო-საკოლექტორო ქსელის და მათზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოები.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება  ვარციხისა და ტობანიერის  მაგისტრალურ არხებს   საერთო სიგრძით 15 კმ. მოეწყობა სხვადასხვა სახის ტიპიური წყალგამშვები ნაგებობები, მილხიდები, დახურული ფოლადის და რკ/ბეტონის მილსადენები. აღდგება საკოლექტორო არხი სიგრძით 6,5კმ,   ტობანიერის  არსებული მიწის არხი  ნაწილობრივ მოპირკეთება  მონოლითური ბეტონით

„განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 5 სოფლის (როკითი, დიდველა, ვარციხე, წითელხევისა და როხის)     820 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება სარწყავი წყლით უნველყოფილი“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

პროექტი, რომლის ღირებულებაც  2,196,280 ლარს შეადგენს 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

2012 წლიდან იმერეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო სისტემების  17 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 13 764 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 4 451 ჰექტრამდეა გზარდილი

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics