14:01 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 09:25:50, 344 ნახვა

პოლიტიკა
ფხალაძისთვის გაუგებარია, რატო გაჩნდა ხმები, თითქოს, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების კუთხით, ლუკაშენკოს გზავნილი ჩამოაქვს

საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ თენგის ფხალაძისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაჩნდა ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების კუთხით, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში გზავნილი ჩამოაქვს.

როგორც ფხალაძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, გზავნილები მაშინ ჟღერდება, როცა ორივე მხარის მხრიდან ურთიერთობის დარეგულირების  პოლიტიკური მზადყოფნა არსებობს. ფხალაძის განმარტებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავსი  მზადყოფნა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

"მე არვიცი, რატომ გაჩნდა ხმები. მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ გზავნილები ჟღერდება მაშინ, როდესაც არსებობს პოლიტიკური მზადყოფნა მხარეების მხრიდა,  ყველა მხირდან, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები რაღაც საკითხის მოსაგვარებლად.სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციისგან მსგავსი მზადყოფნა ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის.აქედან გამომდინარე, გზავნილებზე საუბარი ზედმეტია, გარდა ამისა, იცით, რომ არსებობს  კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალება, რომელიც გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, ეს არის იგივე თუნდა ჟენევის ფორმატი,  სხვა ფორმატები. ასე რომ, აქ გზავნილის მიტანზე საუბარი არ არის, აქ საუბარია პოლიტიკურ ნებაზე,  რომ გადაიდგას რეალური ნაბიჯები იმ პრობლემების გადასაწყვეტად,  რასაც ჰქვია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების პრობლემა და ამიტომ,  სანამ მსგავსი მზადყოფნა რუსეთის ფედერაციის მხრიდან არ იქნება, აქ რაიმე გზავნილებზე საუბარი ზედმეტია",-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics