2017-07-17 15:21:44, 3057 ნახვა
სამართალი
შსს-მ თათია დოლიძის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაეროში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩის თათია დოლიძის მიმრთ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული:
„საქართველოს შსს-ს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში 2017 წლის 17 ივლისს დაიწყო გამოძიება სოციალური ქსელის საშუალებით თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან