|
2017-07-14 19:24:48, 2581 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოს ჩვენებას მამა მიქაელ ბოტკოველი აძლევს
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოს ჩვენებას პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი აძლევს. მას დაკითხვაზე შესვლამდე მედიასთან არ უსაუბრია. დღეს უკვე დაიკითხა საქმეში დაზარალებულად ცნობილი, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, რომელმაც ასევე კომენტარი არ გააკეთა. თეთრუაშვილის ჩვენების შესახებ მხოლოდ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ისაუბრა. მისი თქმით, შორენა თეთრუაშვილის დაკითხვით დასტურდება, რომ მას ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძისთვის ციანიდი და გველის შხამი არ უთხოვია. პროკურორის განმარტებით, დადასტურდა ის ფაქტიც, რომ შორენა თეთრუაშვილი მამა გიორგი მამალაძისთვის კარიერული წინსვლისთვის დამაბრკოლებელი გარემოება იყო. "დადასტურდა, რომ ბრალდებული იტყუებოდა. დადასტურდა, რომ გველის შხამი და ციანიდი თეთრუაშვილს არ მოუთხოვია. მან ასევე ცილისმწამებლურ სტატიებზე ისაუბრა, რომლის დამკვეთი იყო ბრალდებული",- აღნიშნა ზვიად გუბელაძემ. ბრალდებულის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით კი, პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა ვერ დაადასტურა, უნდოდა თუ არა გიორგი მამალაძეს მისი მოკვლა. "თვით შორენა თეთრუაშვილმაც ვერანაირად ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მის მკვლელობას აპირებდა გიორგი მამალაძე. მას პირდაპირი და მკაფიო კითხვა დავუსვით - ჰქონდა თუ არა რაიმე ანგარების მოტივი გიორგი მამალაძეს, რომ თქვენი მკვლელობა მოემზადებინა. მან თქვა, რომ „არანაირი ანგარების მოტივი მე მისთვის არ მიმიცია“. დავუსვით შემდეგი შეკითხვა, - თქვენ როგორ ფიქრობთ ამზადებდა თუ არა გიორგი მამალაძე თქვენს მკვლელობას, მან თქვა რომ არ ვიციო. სიტყვა სიტყვით ვამბობ", - განაცხადა ფანცულაიამ. დღესვე დაიკითხა პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი. როგორც მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. "დაკითხვიდან გამომიშვეს. ამომწურავი პასუხი გავეცი ყველაფერს. სიმართლე გაირკვევა", - აღნიშნა მეუფემ. ჟურნალისტის კითხვაზე - უსვამდა თუ არა კითხვებს თავად ბრალდებული, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ "კითხვებს ყველა უსვამდა, მათ შორის დეკანოზიც", თუმცა ქორეპისკოპოსს არ დაუკონკრეტებია რა სახის კითხვები იყო დეკანოზის მხრიდან გაჟღერებული. "მამა გიორგი მამალაძეს კითხეთ ეგ", - დასძინა მან. შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე უკვე დაკითხული არიან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები, რომლებსაც პროკურატურის ინფორმაციით, უშუალოდ ჰქონდათ შეხება ბარგის ამოღებასთან და დალუქვასთან, ასევე გამომძიებლები, რომლებმაც ამოიღებს ბრალდებულის ბარგი და ასევე ჩაატარეს ჩხრეკა მამა გიორგი მამალაძის სახლში. დაკითხულია ბრალდების მხარის ე.წ. ოქროს მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, ბრალდებულ გიორგი მამალაძის ბინის მეპატრონე, სადაც პროკურატურისვე ცნობით, დეკანოზი უანგაროდ ცხოვრობდა, ადვოკატები-ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი, რომლებმაც ბრალდების მხარის მთავარ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს ურჩიეს, საგამოძიებო ორგანოებისთვის მიემართა, დაკითხულები არიან მამა გიორგი მამალაძის მეზობლები და სხვა პირები. საერთო ჯამში ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურამ 60-ზე მეტი მოწმე დაკითხა.
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)