17:26 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 15:26:11, 2756 ნახვა

სამართალი
მეუფე იაკობი: მხოლოდ სიმართლის თქმას ვაპირებ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. ციანის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, მეუფე იაკობი მივიდა.

როგორც მან სასამართლოში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესზე მხოლოდ სიმართლის თქმას აპირებს.

ცნობისთვის, დღეს სასამართლოში პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორე თეთრუაშვილიც იმყოფებოდა. მისი დაკითხვა თითქმის 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მან სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია ცოტა ხნის წინ, უკომენტაროდ დატოვა.

შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდა.

საქმეზე უკვე დაიკითხნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები, რომლებსაც პროკურატურის ინფორმაციით, უშუალოდ ჰქონდათ შეხება ბარგის ამოღებასთან და  დალუქვასთან, ასევე გამომძიებლები, რომლებმაც ამოიღებს ბრალდებულის ბარგი და ასევე ჩაატარეს ჩხრეკა მამა გიორგი მამალაძის სახლში. დაკითხულია ბრალდების მხარის ე.წ. ოქროს მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, ბრალდებულ გიორგი მამალაძის ბინის მეპატრონე, სადაც პროკურატურისვე ცნობით, დეკანოზი უანგაროდ ცხოვრობდა,  ადვოკატები-ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი, რომლებმაც ბრალდების მხარის მთავარ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს ურჩიეს, საგამოძიებო ორგანოებისთვის მიემართა,  დაკითხულები არიან მამა გიორგი მამალაძის მეზობლები და  სხვა პირები. საერთო ჯამში ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურა 120-მდე მოწმის დაკითხვას აპირებს. როგორც პროკურორები  ამბობენ, აუცილებლად დაიკითხება  საქმეში დაზარალებულად ცნობილი, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, თუმცა როდის მოხდება მისი  დაკითხვა, ჯერჯერობით უცნობია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა - ომბუდსმენი
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics