2017-07-14 14:51:00, 2763 ნახვა
სამართალი
თბილისში 14 წლის ტყუპ ძმებს ეძებენ
თბილისში 14 წლის ტყუპ ძმებს - ნიკა და ლუკა ცანავებს ეძებენ, - განცხადებას სოციალურ ქსელში მოზარდების ოჯახის წევრები ავრცელებენ.
"დაგვეხმარეთ, გუშინ გავიდნენ სახლიდან 14 წლის მოზარდები - ძმები ნიკა და ლუკა ცანავები! თუ ვინმე ფლობს რამე ინფორმაციას ბავშვების ადგილსამყოფელის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე 5921520980", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით არის აღძრული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან