17:26 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 13:39:52, 3425 ნახვა

სამართალი
ოთარ აბესაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და თბილისის მერიის თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ აღნიშნა, პატიმრობის შეფარდების მიზეზი მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეა.

დაცვის მხარე აბესაძისთვის 15 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 31 აგვისტოს 11:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი - ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე , საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აბესაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა, თუმცა ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას ინარჩუნებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა - ომბუდსმენი
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics