2015-01-14 18:23:33, 336 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს სახალხო დამცველს ახალი მოადგილე ჰყავს
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებით საქართველოს სახალხო დამცველს პირველი მოადგილე და მოადგილეები ჰყავს. ცვლილებამდე, სახალხო დამცველს მხოლოდ ერთი მოადგილე ყავდა.
2015 წლის 12 იანვარს, საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განხორციელდა ცვლილება სახალხო დამცველის აპარატის დებულებაშიც და სახალხო დამცველის პირველ მოადგილედ დაინიშნა პაატა ბელთაძე, რომელიც მანამდე სახალხო დამცველის მოადგილე იყო, ხოლო, სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი 2013–2014 წლებში ნათია კაციტაძე დაინიშნა.
ნათია კაციტაძემ 2003 წელს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორის სამართლისა და საერთაშორის ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა ; 2006 წელს დაამთავრა პოლონეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა ვროცლავის უნივერსიტეტში საერთაშორის საჯარო სამართალის კუთხით (ვროცლავი, პოლონეთი); 2007 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი).
2003–2008 წლებში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე, სტრატეგიული სამართალწარმოების სფეროში, არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42–ე მუხლში.
2008 წელს იყო გაეროს განსახლების პროგრამის (UN HABITAT) ეროვნული კონსულტანტი იძულებით გადაადგილებული პირების საკუთრების უფლების, რესტიტუციის და განსახლების საკითხებზე.
2009–2013 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების კუთხით, იყო წამყვანი იურისტი და სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი; ასევე, სტრატეგიული სამართალწარმოების სფეროში რამდენიმე პროექტის კოორდინატორი. იყო 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეთა წარმომადგენელი ევროპულ სასამართლოში წარდგენილ ათობით საჩივარში.
2010 წლიდან ჩართულია ქართულ–აფხაზურ და ქართულ–ოსური სახალხო დიპლომატიისა და ნდობის აღდგენის ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორცილებულ პროექტებში.
არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურულ ურთიერთობათა ბიუროს საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერშიპის პროგრამის (IVLP) მონაწილე.
სხვადასხვა წლებში (2007, 2008, 2011) გავლილი აქვს პრაქტიკა ლონდონში, დიდ ბრიტანეთში ადამიანის უფლებათა სამართლებრივი დაცვის საერთაშორისო ცენტრსა (INTERIGHTS) და ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპულ ცენტრში (EHRAC).
2008 წელს ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამოცდები საერთო სპეციალობით. მომზადებული აქვს სამაგისტრო ნაშრომები და სტატიები ადამიანის უფლებათა საკითხებზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან