|
2017-07-13 13:32:37, 2665 ნახვა
მსოფლიო
ბორის ნემცოვის მკვლელობისთვის ზაურ დადაევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რუსეთის საოლქო სასამართლომ ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელს, ზაურ დადაევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე იური ჟიტკოვის გადაწყვეტილებით, ზაურ დადაევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში და ჯარიმა 100 ათასი რუბლის ოდენობით მიესაჯა. გადაწყვეტილება ძალაში 10 დღიში შევა, თუ არც ერთი მხარე არ გაასაჩივრებს. ამასთან, მედიის ცნობით, სასამართლომ დადაევს ასევე ლეიტენანტის წოდება და სიმამაცისთვის მინიჭებული ორდენი ჩამოართვა. როგორც BBC წერს, ნემცოვის მკვლელობის საქმის კიდევ 4 ფიგურანტს 11-დან 19 წლამდე პატიმრობა მიესაჯა. შეგახსენებთ, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის 27 თებერვალს დადაევმა ბორის ნემცოვს 6-ჯერ ესროლა, რის შედეგადაც ოპოზიციონერი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)