12:30 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 11:02:28, 2842 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი
მარგველაშვილი: კედლები, რომელიც აგებულია სხვისი ჩაგვრის საფუძველზე, ისე დაინგრევა, როგორც ევროპაში

პრეზიდენის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საქართველოსთვის ყველაზე დიდი პრობლემა მცოცავი ოკუპაციაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" გახსნაზე განაცხადა. 

პრეზიდენტის თქმით, საქართველო ამ პრობლემატიკის მიმართაც უარღესი პასუხისმგებლობით და მოთმინების უნარით გამოირჩევა.

"გრძელდება მცოცავი ოკუპაცია. როდესაც კომენტარები მცოცავ ოკუპაციაში არის აღვსილი ცინიზმით, ეს დაძაბულობის შემტანია რეგიონში. საქართველო ამ პრობლემატიკის მიმართაც გამოირჩევა უარღესი პასუხისმგებლობით და მოთმინების უნარით. ჩვენი დამოკიდებულება იმ ისტორიულ უსამართლობაზე, რომელიც რამდენიმე კილომეტრში ხდება, ოკუპაციის სახით, გვაქვს ევროპულ გამოცდილებაზე დამყარებული დამოკიდებულება. ჩვენ ვამბობთ, რომ უსამართლობის კედლები, რომელიც აგებულია უსამართლობის და სხვისი ჩაგვრის საფუძველზე ისე დაინგრევა, როგორც დაინგრა ეს კედლები ევროპაში, მოთმინების, საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმალური რეალიზაციის და მშვიდობიანი პროცესის შედეგად", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 

მან საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს მოუწოდა, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესების და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას უარღესად პრინციპულები იყვნენ.  

"არც ერთი ნაბიჯი, არც ერთი მეტრი იმ მიწის, რომელსაც სრულიად უკანონოდ უკეთებს ოკუპაციას რუსეთის ფედერაცია, არც ერთი შემთხვევა ახალი ბარიერების გავლებისა, არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა, არამარტო ჩვენი მოქალაქეების, არამედ თქვენ მიერაც, ჩვენი კოლეგებო და მეგობრებო. ასეთი უსამართლობა არ მთავდრება ხოლმე იქ, სადაც ის მთავრდება. ყოველთვის ასე უსამართლოდ გავლებულ საზღვრებს და კედელებს მოჰყვება თავისი ექო სხვა შემთხვევბში, ამიტომ ყოველთვის ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ პრინციპული და მოველით თქვენგანაც ნათელ და მკაფიო შეფასებას, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. საქართველო არავის პრივილეგირებული ინტერესის სფერო არ არის, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თავის იდენტობას საუკუნეების განმავლობაში ახორციელებდა და მომავალ საუკუნეებშიც განახორციელებს", - განაცხადა გიორგი მარგევლაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics