14:00 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 15:36:44, 312 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ნადირაშვილი: პრემიერ-მინისტრი კახეთს საკუთარ საფაშოდ მიიჩნევს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გურჯაანის გამგეობის შენობა დატოვეს. ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია განმუხტულია, თუმცა ცოტა ხნის წინ,  "ქართული ოცნების" აქტივისტებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ისროლეს კვერცხებიც. ისმოდა ნეპოტიზმის თაობაზე ურთიერთბრალდებები:

"აქ მაქვს სტატიიდან ამონაწერი,  სადაც ქალბატონი ირმა ნადირაშვილის ნეპოტიზმის და კორუფციული გარიგებების სქემაა მოყვანილი.ირმას პირადად გადავეცი და ვთხოვ, კომენტარი გააკეთოს ტელევიზიებთან, ეთანხმება თუ არა ამ ფაქტებს",-განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა აქტივისტმა.

თავად ირმა ნადირაშვილმა კი აღნიშნა, რომ არ აპირებს მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხოს. ამასთან  დაკავშირებით ირმა ნადირაშვილი  მცირე კომენტარით შემოიფარგლა:

"რაც შეეხება ჩემს წინააღმდეგ ბრალდებებს, არ ვაპირებს ამას ავყვე საერთოდ. ჩემი ოჯახის ყველა წევრი არის უმუშევარი ჩემს გარდა. მეტს არაფერს არ ვიყტყვი",- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

გურჯაანის გამგეობაში მომხდარ ინციდენტზე კი, ირმა ნადირაშვილმა პასუხისმგებლობა მთლიანად  საქართველოს პრემიერ-მინისტრს დააკისრა. ნადირაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი საკუთარი განცხადებებით ხალხს ძალადობისკენ უბიძგებს.

"თქვენ ნახეთ, როგორ ველურად იქცევიან. აქ იყო პოლიციის უფროსი,  აქ არიან სამსახურების უფროსები, ჩვენ მოვედით ფრაქციის ოთახებში, გვაქვს უფლება, ვიმყოფებოდეთ ადმინისტრაციულ შენობაში და ის, რაც ხდება, ეს არის პრემიერ-მინისტრის უტიფარი განცხადების შედეგი, რომ თურმე ძალადობა არის კარგი და არის  წახალისებული. ამ ყველაფერზე პრემიერ-მინისტრს ეკისრება ვალდებულება. ის კახეთს მიიჩნევს საკუთარ საფაშოდ, მაგრამ მასე არ არის",-განმარტა  ირმა ნადირაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები გურჯაანის გამგეობაში განვითარებული მოვლენების გამო, პოლციაში განცხადების შეტანას აპირებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics