12:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 13:34:58, 2634 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: მთავრობის მხრიდან საგარეო პოლიტიკისადმი განსაკუთრებული აქცენტი კეთდება

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელიც დღეს ვიცე-პრემიერად დაინიშნა, გიორგი კვირიკაშვილს ნდობისთვის მადლობას უხდის.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საგარეო საქმეთა მინისტრს დამატებით ასეთი პოლიტიკური სტატუსი გააჩნია.

მიხეილ ჯანელიძის განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა საგარეო პოლიტიკისადმი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს:

„მინდა,  დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერს ნდობისთვის. ეს არის დაფასებაც, ნდობა, ასევე პასუხისმგებლობა და შევეცდები,  მაქსიმალურად გავამართლო ეს ნდობა. რაც შეეხება  საგარეო პოლიტიკისთვის ამის მნიშვნელობას, რა თქმა უნდა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს დამატებით ასეთი პოლიტიკური  სტატუსი, ის ხელს უწყობს საგარეო ასპარეზზე საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების განხორციელების პროცესს და ეს არის შესაბამისად, ეს არის გაძლიერება და განსაკუთრებული აქცენტი  მთავრობის მხრიდან საგარეო პოლიტისადმი. როგორც ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე ჩვენი ქვეყნის გაერთიანების, დეოკუპაციის, კონფლიქტის დარეგულირების გზაზე საგარეო უწყება ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისასამლემებელია, პრემიერის და მთავრობის მხრიდან ამის მხარდაჭერა“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics