12:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 11:58:15, 2064 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ბაგრატს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ვერ დავაბრუნებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გელათის სამონასტრო კომპლექსის  მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა და მას ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.

ამასთან, პრემიერის თქმით, ბაგრატის ტაძრის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში დაბრუნება ვეღარ მოხდება, თუმცა  იგეგმება ქუთაისის, როგორც ისტორიული ლანდშაფტის ზონის ნომინაციაში წარდგენა:

„მინდა, სხდომა დავიწყო სასიხარულო ამბით, რომელიც ვფიქრობ, ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გელათის სამონასტრო კომპლექსი დაბრუნდა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ძირითად ნუსხაში. ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. კულტურის სამინისტრომ რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი იმუშავა, აქტიურად იყო ჩართული საგარეო  საქმეთა სამინისტრო. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ მუშაობისთვის. მოგეხსენებათ, 2010 წელს იუნესკომ მიიჩნია, რომ ბაგრატის ტაძარზე ჩატარებული  სამუშაოები დარღვევით ჩატარდა და ამის გამო, როგორც ბაგრატი, ასევე გელათის  მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ყოფნა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დაისვა.  დღეს ჩვენ დავაბრუნეთ გელათი ამ ნუსხაში. ვმუშაობთ, რომ ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონის ნომინაციაში  შეტანის მიმართულებით გადავდგათ წარმატებული ნაბიჯები, რა თქმა უნდა,  ბაგრატს ვერ დავაბრუნებთ ნუსხაში, მაგრამ შევეცდებით, ისტორიული ლანდშაფტის ზონა  დავადასტურებინოთ იუნესკოს,  რაც ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი იქნება“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics