|
2017-07-12 11:13:09, 772 ნახვა
რეგიონი
ქობულეთში დაცული ტერიტორიების ახალი ოფისი იხსნება
13 ივლისს, ქობულეთში, კინტრიშისა და და ქობულეთის დაცული ტერიტორიების ახალი ოფისი გაიხსნება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, შენობა ვიზიტორთა ცენტრს, მუზეუმის საგამოფენო სივრცეს, 4 სასტუმრო ნომერსა და კაფეტერიას აერთიანებს. „ვიზიტორთა ცენტრი მნიშვნელოვანია ქობულეთის და აჭარის ზღვისპირეთის სტუმრების ინფორმირებისთვის და მთიანი აჭარით დაინტერესებისთვის. აღსანიშნავია, რომ დღეს, ტურისტებისთვის აჭარა ძირითადად ზღვის კურორტს წარმოადგენს, მაშინ როდესაც ამ რეგიონს მრავალმხრივი ტურისტული პოტენციალი აქვს. ვიზიტორთა ცენტრის საშუალებით მოხდება ტურისტების ნაკადების აჭარის სოფლებისკენ მიმართვა (დაცული ტერიტორიების მიმდებარე მუნიციპალიტეტები). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა დინამიკაში, ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა, 26%-ით გაიზარდა (2016-236 449; 2017-298 567). ასევე, 32%-ით გაზრდილია დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი (2016-77 852; -2017-102 471). 2017 წელს დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან ეწვია. 2017 წელს, 6 თვის განმავლობაში, 2016 წლის 6 თვესთან შედარებით, ტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები 30%-ით გაიზარდა. ამასთანავე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა დაცული ტერიტორიების მიმდებარე მუნიციპალიტეტებში არსებული ბიზნეს ინფრასტრუქტურა და დასაქმებულთა რაოდენობა. რაც შეეხება უშუალოდ კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორთა სტატისტიკა აქაც მზარდია. 2016 წელს, კინტრიშის ეროვნულ ნაკრძალში ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 36%-ით, ხოლო ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე 5%-ით გაიზარდა. რეგიონში დაცული ტერიტორიების შექმნა არა მარტო ბუნების დაცვას, არამედ ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციას გულისხმობს და პირდაპირ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები გამორჩეული და უნიკალურია. ქობულეთის დაცული ტერიტორიები საერთაშორისო მნიშვნელობის, უნიკალური, რამსარის კონვენციით აღიარებული ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მიზნით 1998 წელს შეიქმნა. დღეისათვის, ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე 3 ტურისტული მარშრუტია მოწყობილი. კინტრიშის დაცული ლანდშაფტი კი ტყეებისა და ენდემური სახეობების, ფლორისა და ფაუნის დაცვის მიზნით დაარსდა. გამორჩეულია ამ ტერიტორიაზე არსებული ათასწლოვანი უთხოვარის ხეები. კინტრიშს განსაკუთრებულ ელფერს, ეთნოგრაფიული სახლები სძენს. ასევე, კინტრიშის და მაჭახელას დაცულ ტერიტორიებზე შემორჩენილია ისტორიული, ულამაზესი თამარის თაღოვანი ხიდები, რომლებიც ბოლო წლებში, ტურისტებისთვის მიმზიდველ ლოკაციად იქცა“, - აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში. შენობა კოლხეთის განვითარების ფონდის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და მოეწყო. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, პარლამენტის და აჭარის მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. (NS)
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)