12:31 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 14:23:30, 328 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირმა საქართველოსთვის ახალი ფინანსური დახმარების პაკეტი გამოყო

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ  და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ასოცირების შეთანხმების  პრიორიტეტების განხორციელებაში დაეხმარება.

ევროკავშირის დახმარების ძირითად მიზანს მოსახლეობისთვის  გაუმჯობესებული მომსახურებისა და სერვისების  მიწოდება წარმოადგენს. აღნიშნული დამხარებით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში საქართველოს საჯარო უწყებები ექსპერტულ დახმარებას მიიღებენ, რათა კონკრეტულ სექტორებში გააუმჯობესონ თავიანთი  მომსახურება და  გარემოსდაცვით სფეროში  ევროპული გამოცდილების  შესაბამისად დახვეწონ კანონმდებლობა. ამასთან, პროგრამის  განხორციელების  შედეგად ხელი შეეწყობა  გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით, მოსახლეობისთვის გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდებას.

დახმარებას, ასევე, მიიღებს მონაცემთა გაცვლის სააგენტო, საქართველოს პარლამენტი და გენდერულ საკითხთა უწყებათაშორისი კომისია.

კერძოდ, მონაცემთა გაცვლის სააგენტო მიიღებს 1.3 მილიონ ევროს, რომლის მოსალოდნელი შედეგია ელექტრონული  კომუნიკაციის მარეგულირებელი ჩარჩო და მეტი ქსელური უსაფრთხოება.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტრო დაფინანსდება 3.0 მილიონი ევროთი, რამაც უნდა უზრუნველყოს გარემოსდაცვითი  პოლიტიკის გაძლიერება, გარემოსდაცვითი საჭიროებების  უკეთესი გაგება, მეტი გამჭვირვალობა და გარემოსდაცვით ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობა, ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზება.

საქართველოს პარლამენტი მიიღებს  1.0 მილიონ ევროს, რომელსაც შედეგად უნდა მოჰყვეს უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება. 

გენდერულ საკითხთა უწყებათაშორისო  კომისია დაფინანსდება 2.4 მილიონი ევროთი, რაც მოხმარდება საჯარო უწყებების მეტ ინფორმირებულობას გენდერულ საკითხთა შესახებ და გენდერულ საკითხთა უწყებათაშორისი კომისიის გაძლიერებას.

ხილვადობა და ცნობიერების ამაღლება  0.3 მილიონი ევროთი დაფინანსდება, რაც ასოცირების შესახებ შეთანხმების  განხორციელების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის  ამაღლების ხელშეწყობას  მოხმარდება.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირს უკვე გამოყოფილი აქვს საქართველოსთვის დახმარება 20 მილიონი ევროს ოდენობით ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა და სავიზო საკითხთა  ლიბერალიზაციის  შეთანხმების პრიორიტეტების შესრულების პროცესში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics