00:50 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 13:02:14, 564 ნახვა

რეგიონი
ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება ახმეტის მუნიციპალიტეტში დაიწყო

ახმეტის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება დაიწყო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „რუკა მაპინგი" პროგრამის ფარგლებში უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით ვენახების ორთოფოტოების გადაღებას ახორციელებს, რის საფუძველზეც შემდგომში მომზადდება საკადასტრო რუკები, ალფანუმერული ინფორმაცია მევენახეებისა და ვენახების შესახებ, ჯიშებისა და სხვა მახასიათებლების ჩათვლით.

ვენახების საკადასტრო სისტემა წარმოადგენს ვენახების ფართობების, გაშენებული ჯიშებისა და სხვა მონაცემების ერთობლიობას, რომლითაც იდენტიფიცირდებიან ღვინის წარმოების სფეროში დასაქმებული მევენახეები და მწარმოებლები.

"საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა. კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული.  საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, ზოგადად  მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა.

მისი თქმით, კადასტრის პროგრამა ღვინის კომპანიებს დაეხმარება სანედლეულო ბაზის პროგნოზირებასა და პროდუქციის სიმძლავრეების წინასწარ დაგეგმვაში, რომელიც პირდაპირ აისახება კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე,  მევენახეებს გაუადვილდებათ კომუნიკაცია ღვინის კომპანიებთან, გამარტივდება ყურძნის მოსავლის პროგნოზირება და ჩაბარების პროცესი, გაჩნდება ღვინის წარმოების ზუსტი სტატისტიკა, რომლითაც შესაძლებელი გახდება დარგის ეფექტური მართვა.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების უწყებრივი კადასტრის პროგრამის განხორციელება 2014 წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან დაიწყო. 2015-16 წლებში კადასტრის პროგრამა თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა.  პროგრამა ეტაპობრივად მოიცავს კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics