|
2017-07-11 12:31:23, 2223 ნახვა
სამართალი
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ეკა ბესელია დაიკითხა
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დაიკითხა, რომელიც ფოტორეპორტიორის, გიორგი აბდალაძის ინტერესების დამცველი იყო. პროკურორ ემზარ გაგნიძის თქმით, ბესელიამ ისაუბრა იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელშიც გიორგი აბდალაძეს იძულებით აღიარებითი ჩვენების მიცემა მოუწია. "კონკრეტულად, ეკა ბესელიამ ისაუბრა, რომ მე-8 დაწესებულებაში, როდესაც იგი ხვდებოდა თავის ინტერესების დაცვის ქვეშ მყოფ პიროვნებას, მათი საუბრები იწერებოდა, რაზეც თვითონ გიორგი აბდალაძე ესაუბრებოდა მას. ასევე გიორგი აბდალაძემ უთხრა, როგორ დაემუქრა იმ დროინდელი ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა, კონკრეტულად ალექსანდრე მუხაძე და სხვადასხვა თანამდებობის პირები, მის დაქვემდებარებაში მყოფი პირები. ეკა ბესელიამ ისაუბრა, რომ თუკი იგი არ შეწყვეტდა შიმშილობას, სხვა თანამესაკნეების გაუპატიურებით დაემუქრა ალექსანდრე მუხაძის ნდობით აღჭურვილი ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი. ასევე ეკა ბესელიამ ისაუბრა იმ ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების ფორმებზე, თუ რა ვითარებაში ხდებოდა იძულებითი აღიარებითი ჩვენების მიცემა გიორგი აბდალაძისგან. უშუალოდ კი აბდალაძემ უთხრა ბესელიას ერთ-ერთი შეხვედრის დროს, რომ მას ემუქრებოდნენ ოჯახის წევრებით",-აღნიშნა პროკურორმა. რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებებს, ვინც ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, პროკურორის თქმით, ეკა ბესელიამ ისაუბრა, რომ როგორც აბდალაძისგან იცის, ესენი იყვნენ კონტრდაზვერვის თანამშრომლები, რომლებიც არაერთხელ ინტენსიურად შედიოდნენ ღამის საათებში, არასამუშაო დროს და ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მოცემულ საქმეზე სხდომა ბრალდებულის დაკითხვის ნაწილში დაიხურა. "რაც შეეხება უკვე ბრალდებულის დავით დევნოზაშვილის დაკითხვას, ამ ნაწილში დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა პროცესის დახურვასთან დაკავშირებით, მათ მიუთითეს, რომ შესაძლოა ყოფილიყო რაიმე ისეთი გაჟღერებული , რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის შემცველი ყოფილიყო. ამიტომ ამ ნაწილში სხდომა დაიხურა. თუმცა, დახურვის რეალური საფუძველი არ არსებობდა",-განაცხადა ემზარ გაგნიძემ და დასძინა, რომ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს.
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)