|
2017-07-10 15:09:29, 2348 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აბაშიძე: 28 ქვეყნის წარმომადგენელი გვირჩევს, რომ აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატი გაგრძელდეს
„ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ ისე როგორც ფიქრობს ერთი-ორი ექსპერტი, ან ერთი-ორი ჩვენი ოპონენტი, განსაკუთრებით იმ ჯგუფიდან, რომლებსაც რუსეთთან ურთიერთობის ცუდი გამოცდილება აქვს“,-ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. აბაშიძის განმარტებით, აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატს აქვს კონკრეტული მანდატი და კონკრეტული დავალებებით შემოიფარგლება. „ჩვენს დიალოგზე, მათ შორის პრაღის ფორმატში ისევე როგორც ჟენევის ფორმატში გვაქვს მუდმივი კონსულტაციები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ჩვენ სპეციალურად ჩავედით ბრიუსელში , რათა მათი აზრი, მათი რეკომენდაცია, მათი რჩევები მიგვეღო, მათ შორის ამ საკითხზე რანაირად გავაგრძელოთ ეს დიალოგი. გავაგრძელოთ რა ფორმით, მათი მხრიდან ჩვენ მივიღეთ ასეთი რჩევა გააგრძელეთ აუცილებლად ეს დიალოგი. 28 ქვეყნის წარმომადგენელმა გვითხრა ეს. ამ კონსულტაციებს ჩვენ მუდმივად გავდივართ აქ თბილისშიც, ასეთი განცხადებები არაერთხელ გაკეთებულა. ნატოს ხელმძღვანელობის მხრიდან, ვაშინგტონის ადმინისტრაციის მხრიდან, აშშ-ს ელჩის მხრიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების მხრიდან ისინი დიალოგს გვირჩევენ. ჩვენი რამდენიმე ოპონენტი გვირჩევს საწინააღმდეგოს. ვის დავუჯეროთ ჩვენ?! საერთაშორისო თანამეგობრობას, ნატო-ს, ვაშინგტონის ადმინისტრაციას, ევროკავშირს, 28 ქვეყანას, ყველას ვისაც ჭკუა მოეკითხება თუ რამდენიმე ჩვენს ოპონენტს?! ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სახელმწიფო, პასუხისმგებელი ხელისუფლება, ჩვენ პასუხს ვაგებთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სტაბილურობაზე და ასევე რეგიონის უსაფრთხოებაზე. ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ ისე როგორც ფიქრობს ერთ, ორი ექსპერტი ან ერთი ორი ჩვენი ოპონენტი, განსაკუთრებით იმ ჯგუფიდან, რომლებსაც ძალიან ცუდი გამოცდილება აქვთ რუსეთთან ურთიერთობისა, განსაკუთრებით 2008 წელი მაქვს მხედველობაში, მისი შედეგები ან თუნდაც მანამდე. ეს არის ჩვენი მიდგომა. გვეკითხებიან ხოლმე რა მოიტანა ამ ფორმატმა? ვიმეორებ, ამ ფორმატს აქვს ძალიან კონკრეტული მანდატი. ჩემი დავალება შემოიფარგლება კონკრეტული საკითხებით, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა, სატრანსპორტო კომუნიკაციები, ჰუმანიტარული პრობლემები“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)