|
2017-07-08 16:05:23, 2582 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიგი წერეთელი: თუ რუსეთი ვალდებულებებს არ შეასრულებს, საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაცრი უნდა იყოს
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის გიგი წერეთელის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიების ანექსიის გაძლიერება ყოველდღიურად ხდება. როგორც წერეთელმა ეუთო-ს ყოველწლიურ 26-ე სესიაზე განაცხადა, რუსეთი ხშირად ცდილობს სიტუაციის წარმოჩენას ისე, "თითქოს არაფერი სერიოზული არ ხდება". "ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია, რომელიც ახლა მინსკში მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია იმით, რომ აქ არის აქტიური განხილვები უსაფრთხოების საკითხების, აქტიური განხილვები ქვეყნებს შორის ნდობის აღდგენის საკითხების, ეკონომიკური პარტნიორობის სისტემების და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებიც. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ კიდევ ერთხელ ყველას შევახსენოთ და ეს საკითხი არ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან, თუ რა ხდება კონკრეტულად საქართველოში. არავის არ უნდა ეგონოს, რომ ყველაფერი მოწესრიგებულია და არაფერი სერიოზული არ ხდება, როგორც ამას სამწუხაროდ რუსეთი ხშირად ცდილობს წარმოაჩინოს. საქართველოში ყოველდღიურად ხდება გაძლიერება ტერიტორიების ანექსიის. ამის ძალიან ბევრი მაგალითია, თუნდაც ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამიტომ, ის საკითხი, რომელიც აისახება საბოლოოდ რეზოლუციაში, ჩვენი დელეგაციის მიერ შეტანილი, კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ რუსეთს აქვს ვალდებულებები, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და ეს ვალდებულებები მან უნდა შეასრულოს. სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ძალიან მკაცრი", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)