17:03 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 12:07:20, 448 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: ათონელის რეზიდენციის საკითხი მთავრობის სხდომაზე არ გაუტანიათ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, ათონელის რეზიდენციის საკითხი განსახილველად მთავრობის სხდომაზე არ გაუტანიათ. ამის შესახებ ბაქრაძემ  ჟრუნალსიტებს განუცხადა.

მისივე  თქმით,  ათონელის რეზიდენციის თემა იმ კონტექსტში გაჟღერდა, რომ იქ მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დასრულდა, რომელშიც, თავის დროზე, პრეზიდენტის ადმინისტრაცია იყო ჩართული.

დავით ბაქრაძის განმარტებით, ათონელის რეზიდენციის სტატუსი, იმ მხარის გადასაწყვეტია, ვინც რეზიდენციაში საქმიანობას გააგრძელებს.

„სხდომის დღის წესრიგი არ მიმიღია. შესაბამისად, ჩემს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით რაც უნდა განხორციელდეს, არანაირი კავშირი არ გააჩნია. ეს ჩემი, ან ვინმე სხვისი გადასწყვეტი არ არის. უბრალოდ საკითხი როდესაც გაჟღერდა, გაჟღერდა იმ კონტექსტში, რომ დასრულდა ის სამუშაოები, რომელშიც თავის დროზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია იყო ჩართული. შესაბამისად, დასრულდა სამუშაო და გადასაწყვეტია სწორედ იმ მხარის, ვინც უნდა გააგრძელოს იქ საქმიანობა. საკითხი მთავრობის სხდომაზე არ გამოსულა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
კობახიძე - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებშია, მათ შორის მათი ამომრჩევლის
კობახიძე ოპოზიციაზე - სასამართლოს მაგივრად ურჩევნიათ, ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს
კობახიძე ევროკომისიის სპიკერზე - პოლიტიკური ზეწოლის მცდელობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics