12:33 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 11:47:21, 345 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს მთავრობამ ფონდი „ქართუსგან“ 10-მილიონიანი გრანტის გამოყოფაზე თანხმობა განაცხადა

საქართველოს მთავრობამ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ფონდი „ქართუსგან“ 10-მილიონიანი გრანტის გამოყოფაზე თანხმობა განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერიაში დღეს ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, 10  მილიონიანი გრანტის ფარგლებში თბილისის მერია სხვადასხვა სპორტულ ობიექტებთან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს.

გამოყოფილი გრანტის ფარგლებში მოხდება სპორტული ობიექტების მ.კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის, შ.ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის და ჩოგბურთის განვითარების ელექტოენერგიის სიმძლავრეების გაზრდა. პროექტის განხორციელების სავარაუდო თანხა 340 000 ლარს შეადგენს.

ასევე განხორციელდება ბელიაშვილის ქუჩიდან ძიუდოს ფედერაციის ცენტრალური შესასვლელის კეთილმოწყობა და შიდა ეზოში ორგანული ნარჩენისგან ნიადაგის საფარის დაგება. პროექტის განსახორციელებლად განსაზღვრულია 30 000 ლარი.

96 329 ლარია გათვლილი ჩოჩიაშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის ეზოს შესასვლელამდე ასფალტის საფარის დასაგებად.
 
ჩოჩიშვილის სახელობის და მოზარდთა კალათბურთის სასახლის შესასვლელთან ასფალტის საფარის დაგებისთვის განსაზღვრულია 7 341 ლარი. გრანტის ფარგლებში მოხდება თბილისის ზღვის გარშემო გზის ასფალტის საფარის კაპიტალური შეკეთება, რომლის საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისთვის 75 000 ლარი, პროექტის განსახორციელებლად კი, 5 304 789 ლარია განსაზღვრული.

გარდა ამისა, ოლიმპიური ფესტივალისთვის განხორციელდება მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონის გარე პერიმეტრის რეაბილიტაცია. მოწესრიგდება გზის საფარი და ავტოსადგომი, რისთვისაც 1 150 000 ლარია განსაზღვრული.
 
140 000 ლარი დაიხარჯება მიხეილ კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის გაზმომარაგების გარე ქსელის მოწყობისათვის, განხორციელდება ჩოგბურთის კორტებთან გაზმომარაგების საკანალიზაციო და გარე ქსელის მოწყობა, რომლისთვისაც 39 500 ლარია განსაზღვრული.

 ასევე მოხდება, ე.წ. დიღმის ჭალების მიმდებარე პერიმეტრის კეთილმოწყობა, რომლის საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის 25 000, პროექტის განსახორციელებლად კი, 690 355 ლარია განსაზღვრული. ამავე ტერიტორიაზე მოეწყობა წყალმომარაგების სისტემა, რომელზეც 604 596 ლარი დაიხარჯება.

გრანტის ფარგლებში მოეწყობა ოლიმპიური სოფლის კანალიზაციის გარე ქსელი, რომლისთვისაც 1 მილიონი ლარია განსაზრული.

სავარაუდოდ, 623 000 ლარი დაიხარჯება უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მრავალფუნქციური სპორტული გამაჯანსაღებელი ცენტრის გარე კომუნიკაციების სისტემის მოსაწყობად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics