|
2017-07-07 19:12:41, 3030 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კელი: მთავრობასთან გვქონდა თხოვნა მუხთარლის ოჯახის უსაფრთხოებაზე და დაგვპირდნენ, რომ დამატებით ზომებს მიიღებენ
„მუხთარლის საქმეზე გამოძიება იმდენ დროს წაიღებს რამდენიც საჭირო იქნება მის დასასრულებლად“,-ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „რა თქმა უნდა, გვაღელვებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გაუჩინარების ფაქტი, რის შემდეგაც იგი ბაქოში აღმოჩნდა.ჩვენ მოვუწოდეთ შესაბამის სტრუქტურებს ძალიან დეტალური ამოძიებისკენ და შემდგომ მისი შედეგებით საზოგადოების ინფორმირებისკენ. გამოძიება წაიღებს ზუსტად იმდენ დროს, რამდენიც საჭირო იქნება მის დასასრულებლად, თუმცა შედეგების შესახებ საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს. ჩვენ ასევე გვქონდა მთავრობასთან თხოვნა, მუხთარლის მეუღლისა და ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მათ მოგვცეს დაპირება, რომ იქნება მიღებული დამატებითი ზომები. უშუალოდ რა განაცხადა მუხთარლის მეუღლემ არ ვიცი, თუმცა ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საკითხს“, -აღნიშნა კელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)