11:09 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 17:10:27, 2298 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ჩაბუქის ადვოკატი: გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოში გავასაჩივრებთ - ექსტრადირების პროცესი შეჩერებული იქნება

დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარს, საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

როგორც ადვოკატმა განმარტა გასაჩივრების პროცესში, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების პროცესი შეჩერებული იქნება. 

"ლტოლვილთა და გასახლების სამინისტროში გადმოგვცეს გადაწყვეტილება, რომლითაც ბატონ მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მისი ოჯახის წევრებს უარი ეთქვათ ლტოლვილის სტატუსი მინიჭებაზე. დეტალურად გავეცნობით ამ გადაწყვეტილებას და ვრცელ კომენტარს გავაკეთებთ ორშაბათს. ერთი თვის ვადაში გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოში გავასაჩივრებთ. იმ დროის განმავლობაში, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების პროცესი შეჩერებული იქნება. ეს საქმე იღებს საერთაშორისო მასშტაბებს და აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს სერიოზული დაფიქრება ექსტრადირების თაობაზე", - აღნიშნა სოსო ბარათაშვილმა. 

მისივე თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქთან ერთად ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი მის ოჯახსაც უთხრეს.

შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლილთა და განსახლების სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. უარის ოფიციალური მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა სამინისტრო განმარტებას დღეს 20:00 საათზე გააკეთებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics