2017-07-07 14:57:46, 923 ნახვა
რეგიონი
მაშველები კასპში 4 ადამიანს ეძებენ
მაშველები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეში 4 დაკარგულ პირს ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ინფორმაციით, დაკარგულმა პირებმა დახმარება 5 ივლისს, დაახლოებით, ღამის 12 საათზე ითხოვეს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, საგამოძიებო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
"თვითონ დაგვიკავშირდნენ და დახმარებას ითხოვდნენ. მაშველები მათ მიერ მითითებულ ადგილზე მაშინვე გავიდნენ. ამ დრომდე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მათთან სატელეფონო კავშირის დამყარება ვერ ხერხდება", - აცხადებენ სააგენტოში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან